დავით ქაცარავა ე.წ. მოდულის წინ საგანგებო განცხადებას გააკეთებს

ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი და ლიდერი დავით ქაცარავა დღეს, 17:00 ე.წ. მოდულის წინ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

ამის თაობაზე თავად ქაცარავამ თავის გვერდზე, “ფეისბუქზე” დაწერა, თუმცა, განცხადების შინაარსზე მინიშნება არ გაუკეთებია.:
“20 ნოემბერს, 5 საათზე, სუსის, ე.წ. მოდულის შენობის წინ ვაპირებ საგანგებო განცხადების გაკეთებას.ჟურნალისტებს ვთხოვ დაახლოებით 10 წუთის დათმობას.დიდი მადლობა წინასწარ”, – წერს დავით ქაცარავა.
შეგახსენებთ, ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრები შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე, სადაც 2017 წლის ივლისიდან პატრულირებენ, ამჟამად პატრულირებას ვერ ახერხებენ, ამის მიზეზი კი შსს-ს მიერ დაწესებული შეზღუდვებია, რომელთაც დავიათ ქაცარავა და მისი გუნდის წევრები “უკანონო შეზღუდვებს” უწოდებენ.

banner
წინა სტატიაშიესტონეთის ექსპრეზიდენტი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს
შემდეგი სტატიამოვუწოდებთ სასამართლოს სამართლიანად წარმართონ განხილვები – 18 ნოემბერს დაკავებულთა სასამართლო პროცესს ომბუდსმენი ეხმაურება