დავით ქაცარავა: დრონის გაფრენაზე შეგვეწნიააღმდეგეთ, რომელიც თქვენ არ გაქვთ არსენალში და რომლის მახასიათებლები ძალზედ დაგეხმარებოდათ ძიების პროცესში

როგორ “მეხატებიან” გულზე ქოც ხელისუფლების წარმომადგენლები, იმედია იცით.
მაგრამ როდესაც დატრიალდა ტრაგედია შოვში, ერთი კრიტიკული სიტყვა არ მითქვამს თქვენი მისამართით, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი “კრიზის მენეჯმენტი” შორს არის არათუ იდეალურისგან,არამედ ეფექტურსაც ვერ უწოდებს დაკვირვებული ადამიანი.
ჩამოვედით და ჩვენი გამოცდილებით ჩავერთეთ სამძებრო სამუშაოებში.
ძალიან სწრაფად ვიპოვეთ მანქანები და გაგიზიარეთ ინფორმაცია, მზად ვიყავით ადგილზე გამოგყოლოდით, კოორდინატები მოგვეცა და ა.შ.
პასუხად კი მეორე დილით მივიღეთ “პერსონალური სანქციები” – ჩვენს შეშვებაზე უარი მივიღეთ და დრონის აწევაზე აკრძალვა.
იმ დრონის გაფრენაზე შეგვეწნიააღმდეგეთ, რომელიც თქვენ არ გაქვთ არსენალში და რომლის მახასიათებლები ძალზედ დაგეხმარებოდათ ძიების პროცესში.
ბევრს არ გავაგრძელებ. მორიგ ჯერზე დავრწმუნდი, რომ ქოციზმი უსერიოზულესი დაავადებაა და არ იკურნება.
მაშველებს, ადგილობრივ ძალოვნებს და მოხალისეებს ჩემი პატივისცემა და მადლიერება.
ამ უდიდესი ტრაგედიის დროს ისინი ძალზედ მაგრად მუშაობენ, არ ზოგავენ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.
დანარჩენზე მოგვიანებით”,-წერს დავით ქაცარავა.

banner
წინა სტატიაშიგუშინ 2 ადამიანი გამოვიდა კონტაქტზე, რომლებსაც ვეძებდით – მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი
შემდეგი სტატიაზურაბ აზარაშვილი: ვცდილობთ, გარდაცვლილი ადამიანების, ცოცხალი ადამიანების ამოყვანის შანსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ