დავით ფურცხვანიძე, რომელმაც მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, დააკავეს

არსებული ინფორმაციით, ე.წ. სატელიტის ფოტოების საქმეზე დავით ფურცხვანიძე დააკავეს. ამ თემაზე კომენტარი პროკურატურაში 2 საათზე გაკეთდება. ფურცხვანიძე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

საქმე ეხება სატელიტის ფოტოებს, რომლებზეც პროკურატურა აცხადებს, რომ დამონტაჟებული და ყალბია.

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს ფოტოები დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა, რომელიც მოსამართლის წინაშე უკვე დაიკითხა, როგორც მან აღნიშნა, გამოკითხვისას დაასახელა წყარო, ვინც სატელიტის ფოტოები გადასცა.

ფურცხვანიძე აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის საქმე დიდი საერთაშორისო აფიორის ნაწილია და ის “შორს შეტოოვის” გამო მოიშორეს.

პროკურატურამ გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

banner
წინა სტატიაშიდღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 17-ის მდგომარეობა კრიტიკულია
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მუნიციპალიტეტში ახალი სკოლა შენდება