9.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

დავით ფეიქრიშვილი ,,ვივამედში” იმყოფება სტაციონარულ მკურნალობაზე

დავით ფეიქრიშვილი „ვივამედში“ აგრძელებს მკურნალობას, მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება სტაციონარულ მკურნალობაზე,- ამის შესახებ კლინიკა “ვივამედის” კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე საუბრობს.

როგორც “ინტერპრესნიუსთან” ჩხაიძე აღნიშნავს, ფეიქრიშვილის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მკურნალობას კლინიკაში გადის.

“საიდან მოიტანეთ, რომ გაწერილია? პაციენტი აგრძელებს მკურნალობას კლინიკის პირობებში. მდგომარეობა სტაბილურია, მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება, პაციენტი ნამდვილად ჩვენს კლინიკაში, სტაციონარულ მკურნალობაზე იმყოფება”, – განაცხადა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. დავით ფეიქრიშვილი ბოლოს, კლინიკა „ვივამედში“ ციხიდან ზემო კიდურების დაზიანებით გადაიყვანეს. იქამდე, ის კლინიკაში 19 ოქტომბერს 21:00 საათზე, მრავლობითი დაზიანებებით იყო შეყვანილი, შემდეგ კი, დაკვირვების მიზნით, ციხის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გაწერეს. უფრო ადრე, პატიმარ ფეიქრიშვილის ადვოკატი აცხადებდა, რომ ბრალდებულს ჩამტვრეული ჰქონდა ოთხი ნეკნი, თავის ქალა, სახის ძვლები. ადვოკატის თქმით, ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები მათ შორის, ვატო ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“ მიაყენეს.

banner
წინა სტატიაშიTI: სამცხე-ჯავახეთში წყალმომარაგების სამი ტენდერი „ქართული ოცნების“ შემწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა უკონკურენტოდ მოიგეს
შემდეგი სტატიაიმ დროს, როდესაც, პრაქტიკულად, გაპარტახდა საქართველოს ურთიერთობები ევროკავშირთან, ვხედავთ, რომ კობახიძე ზრუნავს რუსეთთან ურთიერთობების დათბობაზე- გეგელია