დავით ფაცაციამ თანამშრომლებთან მორიგი ინტერნეტ-სამუშაო შეხვედრა გამართა

დღეს, 8 მაისს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, თანამშრომლებთან მორიგი ინტერნეტ-სამუშაო შეხვედრა გამართა.
არსებული სოციალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ონლაინ შეხვედრები, პირველ რიგში მინისტრის აპარატის მიერ დაგეგმილ და განსახორციელებელ სამუშაოების გაგრძელებას და ამავდროულად, თანამშრომლების ჯამრთელობაზე ზრუნვას ემსახურება.
ონლაინ-შეხვედრისას, ასევე განიხილეს პროექტი ,,მშვიდობის ლაბორატორია“, რომლის ფარგლებშიც 15 მაისს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული სტუდენტებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი 6 თვიანი ონლაინ ლექციები დაიწყება. სწავლება 3 საფეხურიანია, რაც მოიცავს ბიზნესისა და გიდებისთვის სპეციფიური ინგლისური ენის შესწავლას. პროექტს ახორციელებს საერთასორისო კულტსაგანმანათლებლო ცენტრი ბრიტანეთის ST Giles კემბრიჯის განათლების სახლთან პარტიორობით და სამინისტროს ოფიციალური ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვოლსკი: უკრაინის ეს ნაბიჯი, არა თუ მხოლოდ არამეგობრულია, არამედ გარკვეული საერთაშორისო წესების დარღვევაა
შემდეგი სტატიაოთარ კვირიკაშვილი: „ოპოზიციასთან შეხვედრისას არჩილ თალაკვაძემ ბიძინა ივანიშვილს აგინა“