დავით ფაცაცია სრულიად საქართველოს ულოცავს ანდრია პირველწოდებულის დღეს

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია ულოცავს სრულიად საქართველოს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს და საქართველოს ეკლესიის, ერის ღვთისმშობლის წილხვედრად აყვანებას. ასევე მინისტრი დავით ფაცაცია FACEBOOK გვერდზე ავრცელებს პატრიარქის ვედრებას:

“ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რა დავიმსახურეთ ჩვენ იმისთანა, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. უფალი ხედავს წარსულს, აწმყოს და მომავალს როგორც დღევანდელ დღეს. უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი. უფალი ხედავს, რომ საქართველო იმოქმედებს ასევე სხვა ერების ცხოვრებაზე. თქვენ გახსოვთ „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ რომ ენითა განიკითხების მთელი მსოფლიო. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის. ვმადლობთ ყველაფრისათვის, განსაცდელისა, სიხარულისა, გაჭირვებისა, ყველაფრისათვის ვმადლობთ უფალს. უფალმა დაავალა ღვთისმშობელს, რომ ყოფილიყო პატრონი საქართველოსი და ეს პატრონობა ყოველდღე ჩანს“.

banner
წინა სტატიაშიხულორდავა: “ქართულ ოცნებას” შესაძლოა ჰგონია, რომ ბოლო პერიოდში პოზიციები გაიძლიერა და კომპრომისზე წასვლა აღარ სჭირდება
შემდეგი სტატიაჩოხა-ახალუხი, რომელიც ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულს აცვია 7 წელზე მეტია არ შეცვლილა