დავით ფაცაცია: სიცოცხლის ზვარაკად შეწირვით მოპოვებული საქართველოს დამოუკიდებლობა

“ყოველ ღირსეულ ქართველს მუდამ უნდა ახსოვდეს ჩვენი გმირები, გმირები რომლებმაც 1989 წლის 9 აპრილის ბნელ ღამეს საკუთარი სიცოცხლის ზვარაკად შეწირვით მოუპოვეს საქართველოს დამოუკიდებლობა და ერის არნახული ერთიანობა.
დიდება გმირებს, დიდება საქართველოს!”,-წერს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია.

31 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. დაიღუპა 21, ასობით ადამიანი კი დაიჭრა, დასახიჩრდა და მოიწამლა. მომიტინგეთა მთავარი მოთხოვნა საქართველოს საქართველოს საბჭოთა კავშირის შმადგენლობიდან გამოსვლა და დამოუკიდებლობის აღდგენა იყო. დარბევამდე რუსტაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მრავალათასიანი აქცია და შიმშილობა რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ტრაგედიიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში კორონავირუსი დედასა და მის 10 წლის შვილს დაუდასტურდათ
შემდეგი სტატიასაქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა