დავით ფაცაცია – საოკუპაციო ხაზთან მომხდარი შემზარავი ტრაგედია წარმოაჩენს რუსეთის ფედერაციის ძალადობრივ პოლიტიკას

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, დავით ფაცაცია აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ეხმაურება.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით და ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ოჯახის წევრებს.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვის შედეგად, საქართველოს ოთხი მოქალაქე დაიღუპა, რომლებიც უკანონო დაკავების თავიდან აცილების მიზნით, ენგურის გავლით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცდილობდნენ გადმოსვლას.

აღნიშნული შემზარავი ტრაგედია წარმოაჩენს რუსეთის ფედერაციის ძალადობრივ პოლიტიკას, რომელიც წლებია გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ჩვენი არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში, ოკუპაციით გამოწვეულ, მსგავს არაჰუმანურ ქმედებებზე აუცილებლად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხიმგებლობის საკითხი”- წერს დავით ფაცაცია.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიუდუმაშვილი – პოლიტმატიმრების გათავისუფლება იქნება სიგნალი, რომ შესაძლოა, მოლაპარაკებები კვლავ განახლდეს
შემდეგი სტატიააფგან მუხთარლი – პროკურატურას დღეს მივცემ ჩვენებას, როგორ მოხდა ჩემი გატაცება