დავით ფაცაცია: რუსეთის ფედერაციის მიერ დღემდე გრძელდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 8, 2020 17:45

დავით ფაცაცია: რუსეთის ფედერაციის მიერ დღემდე გრძელდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია

2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლის თავზე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული
გმირი სამხედროების ხსოვნას.
“2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, საქართველოს უახლეს ისტორიაში არის ერთ-ერთი
ყველაზე ტრაგიკული მოვლენა, რომლის შედეგად ასობით მშვიდობიანი საქართველოს
მოქალაქე და გმირი ჯარისკაცი დაიღუპა, ათეულობით ათასი მოქალაქე იძულებული გახდა
დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების
ინტერვენციის შედეგად ოკუპირებულ იქნა საქართველოს ტერიტორიის 20%.
რუსეთის ფედერაციის მიერ დღემდე გრძელდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია,
მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების უხეში შელახვა და უკანონო ბორდერიზაცია.
საქართველოს ხელისუფლება არასდროს შეეგუება ქვეყნის ოკუპაციას და საერთაშორისო
პარტნიორებთან ერთად, ქვეყნის დემოკრატიზაციის, ეკონომიკის განვითარების და
თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკის გზით შეძლებს ქვეყნის დეოკუპაციას და
ხელოვნურად დაშორიშორებული საზოგადოებების, ერთიან სახელმწიფოში თანაცხოვრების
უზრუნველყოფას”, – აღნიშნა დავით ფაცაციამ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 8, 2020 17:45