დავით ფაცაცია ისნის რაიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ისნის რაიონში მცხოვრებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა.

შეხვედრაზე დავით ფაცაციამ დევნილ მოსახლეობას გააცნო მათი მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობა, ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, სახელმწიფოს ძირითად ღირებულებებსა და პრიორიტეტებზე.

დავით ფაცაციამ ყურადღება გაამახვილა მშვიდობის შენარჩუნების, ქვეყნის განვითარებისა და გაერთიანებისთვის სახელმწიფოს მიერ გადადგმულ სტრატეგიულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე.

„მიხარია, რომ სახელმწიფოს სწორი ქმედებების წყალობით, ჩვენი ძმები ენგურს იქით ცდილობენ ურთიერთობებში შემოსვლას, თვითონაც ფიქრობენ, რომ ჩვენი ერთად ყოფნა გარდაუვალია, მაგრამ ქვეყნის გაერთიანება პირველ რიგში მოხდება ჩვენი – ქართველების, აფხაზების და საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის გაერთიანებით და სწორი ხედვით.“ – დავით ფაცაცია

შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიანი წითლიძე: ზუგდიდის საკრებულოს წევრები – თაზო ფაცაცია და ოთარ ქადარია, მონაწილეობენ პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში, რომლებიც დევნილებს 200-დან 500 ლარამდე სთავაზობენ ერთ პირადობის მოწმობებში
შემდეგი სტატიაუკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 95 სამხედრო დაიბრუნა