დავით ფაცაცია: ძალიან სამწუხაროა, როცა წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ჟურნალისტი ვერ გრძნობს ან არ იმჩნევს ან შეგნებულად ძალადობს საზოგადოებაზე

“ძალიან სამწუხაროა, როცა წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ჟურნალისტი ვერ გრძნობს ან არ იმჩნევს ან შეგნებულად ძალადობს საზოგადოებაზე, როცა შეგნებულად ცილს წამებს ადამიანებს, როცა იგონებს სხვადასხვა ძალადობრივ სიუჟეტებს, არ აშუქებს სიკეთეს და ამძაფრებს ძალადობას… ამით შობს ბოროტებას და თავად ძალადობს, რომელიც საზოგადოების პრაქტიკულად ყველა წევრს ეხება და რაც ყველაზე სამწუხაროა, ბავშვებს და მომავალ თაობას…
როცა ფაშისტური რეჟიმის დირიჟორის, ნიკა გვარამიას დავალებით ვითომ სიტყვის თავისუფლების სახელით ჟურნალისტი აცდენილია ინფორმაციის ობიექტური გაშუქების პრინციპს და პოლიტიკური აქტიურობითაა დაკავებული, ძალადობს ადამიანებზე, ეკლესიაზე, მორწმუნე ადამიანებზე, პოლიციაზე, იჭრება პარლამენტში და საკუთარ დანაშაულს აბრალებს სხვას, თანაც მტკიცებულებით ხარისხში, მტკიცებულებების გარეშე – სწორედ ესაა უბედურება, ესაა ცოდვა, დანაშაული, სიტყვით ადამიანის მკვლელობა და სამწუხაროდ ხშირად ფიზიკური…
მახსენდება გოგიჩაიშვილის სიუჟეტი, უგულავას მიერ ე.წ. მოდელირებული ქრონიკა, გვარამიას მიერ პრაქტიკულად ყველა ადამიანური ტრაგედიის სათავისოდ, ნაცმოძრაობისთვის პოლიტიკურ ინტერესში გამოყენება, (შაქარაშვილის საქმე და სხვა) სცენარები და სიუჟეტები, ნოდარიკო მელაძის ამორალობა, გიორგი გაბუნიას უღმერთობა და სხვა…
საუბედუროდ ამ დანაშაულების მსხვერპლია ასობით და ათასობით ადამიანის სიცოცხლე…
სამწუხაროდ ასეთია ეშმაკის ბუნება, ბოროტება და ძალადობა.
პ.ს. არ მჯერა მათი გამოსწორობის, მაგრამ იმედია ღმერთი აპატიებს უღმერთობას”-წერს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია

banner
წინა სტატიაშიოსი დეპუტატი მეზობელს კანაფის განადგურებაში დაეხმარა
შემდეგი სტატია„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმე სიღრმისეულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს