დავით ფაცაცია: ჩვენი ვალდებულებაა, არასოდეს დავივიწყოთ სამშობლოს ერთგული შვილები, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს ღირსებას

ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდაიყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, რომ ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო…”
მარტი, ჟიული შარტავას დაბადების დღეა. დღეს, საქართველოს ეროვნულ გმირს 77 წელი შეუსრულდებოდა.
ჟიული შარტავა იყო ადამიანი, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა, არ დატოვა სოხუმი და თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, სიძლიერეს, მომავალს და ამით ერთგულების, თავდადებისა და გაუტეხლობის სიმბოლოდ იქცა.
ჩვენი ვალდებულებაა, არასოდეს დავივიწყოთ სამშობლოს ერთგული შვილები, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს ღირსებას და გავაგრძელოთ იმ იდეებისთვის ბრძოლა, რისთვისაც ჟიული შარტავა სიცოცხლის ბოლო წუთამდე დარჩა სოხუმში .
🇬🇪დიდება სამშობლოსთვის თავდადებულ გმირს!-წერს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაცია, “დემოკრატიის ინდექსი” გუშინ, 6 მარტს “ტვ პირველის” ეთერში გასულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება
შემდეგი სტატიაიოსელიანი: ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, პროკურატურას გამოძიება უნდა ჰქონდეს უკვე დაწყებული ჩანაწერებთან დაკავშირებით