დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ არ ცნო და პატიმრობიდან გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. გაზრახ მკვლელობის ბრალდების საქმეზე ბრალდებულ ასლან ბ. იგი სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

სასამართლოს ინფორმაციით, საქმე ეხება 2004 წლის 27 ოქტომბერს თბილისში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობას, რა დროსაც, შელაპარაკებისას სასიკვდილოდ დაიჭრა დავით ოთხმეზური. იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

“თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვისას საქმეში წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის. შესაბამისად სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა. სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით”,-ნათქვამია სასამართლოს ინფორმაციაში.

დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლ დარბაზიდან გთავისუფლდა

banner
წინა სტატიაშიე.წ.კანონიერ ქურდობაზე შესაძლოა, სანქციები გამკაცრდეს
შემდეგი სტატიაAlibaba აშშ-ში შავ სიაში მოხვდა