დავით ნარმანიას თქმით, სტიქიის დროს დაზიანებულ ავტომანქანებზე 880 291 ლარი გაიცა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 13 ივნისის სტიქიიდან ერთი წლის თავზე, შესრულებული სამუშაოები შეაჯამა.

“ექსპო ჯორჯიას” მესამე პავლიონში გამართულ ბრიფინგზე, ნარმანიამ სტიქიის დროს დაზიანებულ ავტომანქანებზეს ისაუბრა.

“რაც შეეხება დაზიანებულ ავტომანქანებს, 117 ფიზიკურ პირს გაუფორმდა ხელშეკრულება და ფულადი დახმარების სახით, ჯამში 880 291 ლარი იქნა გაცემული. აღნიშნული პროცესი ახლაც გრძელდება. დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დედაქალაქის მთავრობას 40 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა. მათ შორისაა : წყალმომარაგებისა და სანიაღვრე ქსელის აღდგენა, გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების გატანა, გზების აღდგენა, საყრდენი კედლებისა და ფერდობების გამაგრება და ა.შ. დიდი პროექტებიდან აღსანიშნავია გმირთა მოედნის და სანაპიროს რეაბილიტაცია, ავტომაგისტრალის რეაბილიტაცია ვერეს ხეობაში, ახალი ხიდის მშენებლობა ვერეს ხეობაში, საყრდენი კედლის მოწყობა წყნეთის ქუჩაზე, საყრდენი კედლების მშენებლობა წყნეთის გზატკეცილზე და ა.შ. დასრულების ეტაპზეა დაზიანებული გვირაბების რეაბილიტაცია ვერეს ხეობაში. მიმდინარეა – ნატანდამჭერი ცხაურის მშენებლობა ვერეს ხეობაში და კოჯორი-სამადლოს გზის მშენებლობა”, – განაცხადა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: არაფერი განსაკუთრებული და ჩვენთვის მოულოდნელი არ მომხდარა
შემდეგი სტატიამაგდა პაპიძე: რამდენიმე თვე ტანსაცმელი არ გამომიცვლია, შვილი სულ მკერდზე მეწვა