(video) დავით ნარმანიას საკრებულოში სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას საკრებულოში სიტყვით გამოსვლა შეწყვეტინეს. საკრებულოს შენობაში ზედა იარუსზე „პარტიზანი მებაღეების“ წარმომადგენლები ნარმანიას ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით განმარტების გაკეთებას სთხოვენ.

მათთან საკრებულოს დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი მივიდა, რომელმაც აქციის მონაწილეების სიმშივიდისკენ მოუწოდა.

დაცვის თანამშრომლებმა “პარტიზანი მებაღეების” წარმომადგენლები სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.

დედაქალაქის მერი საკრებულოში თბილისის მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე საუბრობდა.

https://youtu.be/gsxm8q8087E

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: მოვედი, რომ დავასრულო სიცრუის პროპაგანდა და ტირაჟირება
შემდეგი სტატიადავით ნარმანია საკრებულოში სიტყვით გამოსვლას აგრძელებს