დავით ნარმანიამ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში გაბუნია-ლომიძეს მოუგო

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭომ თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „კურიერ PS-ის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი, ხოლო სადავო სიუჟეტის ავტორმა მაია ლომიძემ მესამე (ფაქტის მიჩქმალვა) პრინციპი დაარღვია.

თბილისის მერი დავით ნარმანია, სადავოდ ხდიდა მიმდინარე წლის 12 თებერვალს გადაცემა P.S-ის სიუჟეტს, სადაც თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების თემაზე იყო საუბარი.

თბილისის მერი მიიჩნევდა, რომ მასალა არაზუსტ ფაქტებს შეიცავდა და გარდა პირველი, მეშვიდე და მესამე პრინციპისა, დარღვეული იყო მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპიც.

banner
წინა სტატიაშიპუტინი მეტროში აფეთქებების სამ ვერსიას განიხილავს
შემდეგი სტატიაქუთაისში სავალი გზის მონაკვეთი ჩაინგრა