დავით ნარმანიამ წარმატებული მაგისტრანტები და სოციალურად დაუცველი სტუდენტები დააჯილდოვა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ წარმატებული მაგისტრანტები და სოციალურად დაუცველი სტუდენტები დააჯილდოვა. დაჯილდოვების ცერემონია ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართა. მაგისტრანტებს სტიპენდია, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს კი მუნიციპალიტეტისგან უმაღლეს სასწავლებელში ერთი სემესტრის სწავლის საფასური გადაეცემათ.

დავით ნარმანიას თქმით, ამ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის მოპოვება თბილისში რეგისტრირებულ მაგისტრანტ სტუდენტებს შეუძლიათ, ვინც 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში არანაკლებ 91-100 ქულა მიოღო.

პირველ ეტაპზე სტიპენდია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 149 წარჩინებულმა მაგისტრანტმა მოიპოვა.

banner
წინა სტატიაში“მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომას დღეს არ ველოდი, თუმცა საქმე აქეთკენ მიდიოდა”
შემდეგი სტატიასააკაშვილი ოდესის დატოვებას ჯერჯერობით არ აპირებს