დავით ნარმანიამ თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სტამბოლის ცენტრში მომხდარი მორიგი ტერაქტის გამო, მწუხარება გამოთქვა და თურქ ხალხს მიუსამძიმრა.

დავით ნარმანია თბილისში, თურქეთის საელჩოში მივიდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

„გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას ბოლო ტერორისტული აქტის გამო, რასაც ათეულობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში, გახშირდა მსგავსი მოვლენები. ამ ყველაფერს მხოლოდ ერთობლივი ძალებით და გვერდში დგომით თუ აღვუდგებით. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ თურქ ხალხს, თურქეთის მთავრობას და გამოვხატავთ გვერდში დგომის სურვილს ამ ძნელბედობის ჟამს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ბოლო მონაცემებით, 11 დეკემბერს, სტამბოლში მომხდარი ორმაგი ტერაქტის შედეგად, 38 ადამიანი გარდაიცვალა. აქედან 30 პოლიციის თანამშრომელია.

banner
წინა სტატიაში„ის, რაც თქვენთვის არის უმნიშვნელო მატება, არის სიკვდილ-სოცოცხლის საკითხი“ – აკაკი ბობოხიძე აქციზებზე ფასების მატებაზე
შემდეგი სტატია„პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტის რეგლამენტის შეცვლას ითხოვს