დავით ნარმანიამ რაიონული გამგეობების მუშაობა შეაჯამა

ათივე გამგეობის მხრიდან მთელი წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. დავით ნარმანიამ რაიონული გამგეობების მუშაობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ გამგეობებმა ხალხს ანგარიში ჩააბარეს. მისი ინფორმაციით, არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა შიდა კვარტლური გზები, საერთო სარგებლობის ეზოები, სადარბაზოების, სახურავების მოწესრიგების თვალსაზრისით. “ძალიან ბევრ მოქალაქეს დაეხმარნენ გამგეობები როგორც მედიკამენტების, ასევე ერთჯერადი დახმარების სახით. ასევე გაუწიეს სხვადასხვა სახის სოციალური მომსახურება. არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული მოედანი გაკეთდა, ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები”, – განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე ინფორმაციით, რაიონული გამგეობების მხრიდან საბიუჯეტო თანხების ხარჯვა, მაქსიმალურად რაციონალურად და ეფექტურად მიმდინარეობდა. დავით ნარმანიას ცნობით, რაიონული გამგეობები აღნიშნულ საბიუჯეტო წელს მაღალი მაჩვენებლებით ასრულებენ. “მომავალი წლიდან კიდევ უფრო მეტი საქმე გვექნება გასაკეთებელი, კიდევ უფრო მეტ პრობლემას უნდა მოვეჭიდოთ და მოვაგვაროთ და აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა ისეთ რეჟიმში, რა რეჟიმშიც ვმუშაობდით. შეიძლება ითქვას, რომ 24-საათიან რეჟიმში დღისა და ღამის განმავლობაში, როდესაც ჩვენს მოქალაქეს რაღაც სჭირდებოდა, თითოეული ჩვენგანი ვიდექით ერთად, დაუზარელად, შესაბამისად გვაქვს კიდეც შედეგი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაში“ბატონო ალეკო, თქვენ პრეზიდენტის სამწუხარო შეცდომა ხართ”
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილის პოსტიდან გადადგომა არ დასტურდება