დავით ნარმანიამ პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, კეთილმოწყობის სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან და სამგორის რაიონის გამგებელ მამუკა ჩოქურთან ერთად, სამგორის რაიონში, პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც “თაიმერს” თბილისის მერიიდან აცნობეს, დავით ნარმანია ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებასაც დაჰპირდა. დავით ნარმანიას თქმით, დასახლებაში მისასვლელი გზის პრობლემა წლების განმავლობაში არსებობდა, ამიტომ აღნიშნული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.
“ეს გზა კაპიტალურად კეთდება, იცვლება საფუძველი, დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი. ამით მოგვარდება ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა. გარდა ამისა, ადგილობრივებთან დასახლებაში არსებულ სხვა საჭიროებებზეც ვისაუბრეთ. მათ სურთ საბავშვო გასართობი მოედანი. საკითხს გამგეობასთან ერთად განვიხილავთ და ამასაც გავაკეთებთ. რაც ჩვენთვის ყველაზე მთავარია, მოსახლეობა კმაყოფილია, რომ დასახლებამდე მოსასვლელ გზასთან დაკავშირებული პრობლემა საბოლოოდ გვარდება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

banner
წინა სტატიაში“ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი სულისა და გონების ცოდვებისაგან განწმენდა შევძლოთ”
შემდეგი სტატიაგერმანიის მოქალაქემ 76,8 მილიონი ევროს ოდენობის ჯეკპოტი მოიგო