დავით ნარმანიამ 13 ივნისის სტიქიის დროს მომუშავე ექიმებს მადლობა გადაუხადა

ყოფილ პრემიერ-მინისტეს, ბიძინა ივანიშვილის დედაქალაქის მერის პატიოსნების აღარ სჯერა

თბილისის მერი დავით ნარმანია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მე-12 რაიონულ განყოფილებაში იმყოფებოდა და 13 ივნისის სტიქიის დროს მომუშავე ექიმებს მადლობა გადაუხადა.

13 ივნისის ღამეს სტიქიის ეპიცენტრში თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 35 ბრიგადა მუშაობდა.

თბილისის მერმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისინი უკეთეს პირობებს იმსახურებენ.

“დღეს მოვედი იმისათვის, რომ მადლობა მეთქვა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებისთვის, რომელთაც სტიქიის დღეებში განსაკუთრებული გმირობა გამოიჩინეს და ძალიან ბევრი იმუშავეს, რომ გადაგვერჩინა ადამიანები. კონკრეტულად ეს ადგილი კი, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, მდინარე ვერეს ხეობაში მდებარეობს და თვითონ ფილიალიც მნიშვნელოვნად დაზარალდა. დაზიანდა ასევე ერთი ავტომანქანა, რომელიც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. ამიტომაც ეს ადამიანები იმსახურებენ მადლობას და იმსახურებენ ჰქონდეთ უკეთესი პირობები”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ გიორგაძე : ხოსე კარერარის კონცერტზე – უცნაურია, ფასიანია კონცერტი – კრიტიკაა, უფასოა -კრიტიკაა
შემდეგი სტატიაწყნეთის გზატკეცილზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა