დავით ნარმანია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არ იქნება

ყოფილ პრემიერ-მინისტეს, ბიძინა ივანიშვილის დედაქალაქის მერის პატიოსნების აღარ სჯერა

თბილისის მერის დავით ნარმანია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არ იქნება.

ამის შესახებ ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს თავად ქალაქის მერმა მიაწოდა. მისივე თქმით სიაში არ იქნებიან არც მისი მოადგილეები.

„სხვა მეტი კითხვა ამ დილაუთენია, დავით ნარმანია იქნება თუ არა საარჩევნო სიაში, – არ გაქვთ? არ იქნება. მე ვიცი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენლობა იქნება სიაში, ძალიან ღირსეული კანდიდატები იქნებიან, სიითი შემადგენლობა იქნება ძალიან საინტერესო და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული ისევე როგორც იქნებიან, ძალიან ღირსეული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაში23 წლის ახალგაზრდას ოჯახი პოლიციას ცემაში ადანაშაულებს-დაკავებულის მამა პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს
შემდეგი სტატიანოდარ ჯავახიშვილი : რამდენჯერ უნდა გითხრათ, არ ვიქნები სიაში