დავით ნარმანია – ზაჰესის ხიდთან გზის ნაწილის დაზიანების შედეგად გამოწვეულ ზარალს მთლიანად “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აანაზღაურებს

თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, ზაჰესის ხიდთან გზის ნაწილის დაზიანების შედეგად გამოწვეულ ზარალს მთლიანად “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აანაზღაურებს.

როგორც ნარმანიამ დღეს მომხდარი შემთხვევის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, დაზიანებულია არა ხიდი, არამედ ხიდთან მისასვლელი გზა.
“ხიდთან მისასვლელ გზაზე წყალსადენი მილი დაზიანდა, შედეგად ხიდთან მისასვლელი გზის ჩაწევა მოხდა. შესაბამისად, ოპერატიული რეაგირება განხორციელდა GWP- ს მხრიდან, ისე ადგილზე იმყოფება კეთილმოწყობის სამსახური და მუშაობენ, რათა დროულად აღდგეს საავტომობილო მოძრაობა. ხიდი არ დაზიანებულა, დაზიანდა ხიდთან მისასვლელი გზა”, – განაცხადა ნარმანიამ.

რაც შეეხება ზარალს, დედაქალაქის მერის თქმით, ზარალი დაითვლება და კომპანია GWP სრულად აღადგენს მას.

“ჩვენ ახალი ხიდი გავაკეთეთ და ძველი დავტოვეთ იმისათვის, რომ ყველა კომუნიკაცია განთავსდეს ძველ ხიდზე. ამ შემთხვევაშიც წყალსადენი მილის რელოკაციაც მოხდება იმისათვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ შესაძლო დაზიანება”, – განმარტა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშისოფიო ქაცარავა კომიტეტის წევრებთან ერთად, სერბეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა
შემდეგი სტატიასაქართველოს ქალაქებს შორის ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში ფიქსირდება