დავით ნარმანია: ვისზეც არ უნდა იყოს კადრები გავრცელებული, აუცილებელია მისი გამოძიება

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის გავრცელების გამო, დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებს გუშინ გავრცელებულ ვიდეო-მასალასთან დაკავშირებით განუცხადა.

“ვისზეც არ უნდა იყოს კადრები გავრცელებული, აუცილებელია მისი გამოძიება. ნამდვილად მძიმეა და არასასურველი რამ არის და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. იქნება გამოძიებული აუცილებლად და აღიკვეთება ის, რომ მომავალში ასეთი რამ არ განმეორდეს”, _ განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა თავისი გამონათქვამი “მოძულე-მუსლიმებსა” და “ძლიერ” პუტინზე დაიცვა
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილი “რუსთავი 2-ის” საქმეში აქტიურ ჩართვას არ გამორიცხავს