დავით ნარმანია – წინ არაფერი უდგას იმას, რომ პეკინის ქუჩა ცალმხრივი გახდეს

წინ არაფერი უდგას იმას, რომ პეკინის ქუჩა ცალმხრივი გახდეს, -ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დავით ნარმანიას თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტრანსპორტის და ნაკადების კვლევა. მერის განცხადებით, რადგან მოსახლეობა და მძღოლებიც მომხრე არიან ქუჩის გაცალმხრივების, თუ კვლევას დადებითი შედეგი ექნება, წინ არაფერი დაუდგება პეკინის ქუჩის გაცალმხრივებას.

„ამ ეტაპზე პეკინის ქუჩაზე ტრანსპორტის და ნაკადების კვლევა მიმდინარეობს, რომელიც დარწმუნებული ვარ, მოგვცემს დადებით შედეგს და ამის შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. მოქალაქეების განწყობა, ისევ როგორც მძღოლების განწოყობა არის ცალსხა და დადებითი პეკინის ქუჩის გაცალმხრივებასთან დაკაშვირებით. ახლა ვსწავლობთ ნაკადებს კვეთებზე და თუ აქაც დადებით შედეგი გვექნება, წინ არაფერი უდგას იმას, რომ მოძრაობა გახდეს ცალმხრივი“,- აღნიშნა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიშიმშილობის მესამე დღე – რკინიგზელების თქმით, მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზრდება
შემდეგი სტატიათემურ ქეცბაიამ “ორენბურგი” დატოვა