დავით ნარმანია : თბილისში წელს გზის საფარი 1 მილიონ 400 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა

თბილისის საგზაო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა, – ამის შესახებ ქალაქის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ქალაქში ბევრი ისეთი ქუჩა კეთდება, სადაც 20-30 წელი არაფერი გაკეთებულა.

ნარმანიას ინფორმაციით, რამდენიმე დღეა სამუშაოები მიმდინარეობს ნუცუბიძის ქუჩაზე, უახლოეს მომავალში კი სამუშაოები ბარნოვის ქუჩაზეც დაიწყება.

“ივლისი-აგვისტოს განმავლობაში აქტიურად გასტანს საგზაო სამუშაოები, რადგან სამუშაოები სრულად და კარგად დავასრულოთ სანიაღვრე სისტემით და ბორდიურებით, აქტიური სამუშაოებია შინდისი – კრწანისის გზახე, ქალაქის ბევრ უბანში ქალაქის კეთილმოწყობის და გამგეობების მიერ ხდება გზის საფარის გამოცვლა. თუ 2014 წელს მხოლოდ ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი გზა დაიგო, ახლა გავაორმაგეთ და მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი გზის საფარი დაიგო. წელს ამბიციური გეგმა გვაქვს და წლევანდელ საბიუჯეტო რესურსებიდან გამომდინარე, მილიონ ოთხასი ათასი კვადრატული მეტრის გზის დაგებას ვაპირებთ, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქში მდგომარეობას”,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ელისო კილაძეს უჩივლა
შემდეგი სტატიაარჩილ ხაბაძემ თანამდებობა დატოვა