დავით ნარმანია : ტაქსების ლიცენზირების საკითხი შესაძლოა, დროთა განმავლობაში გააქტიურდეს

ტაქსების ლიცენზიასთან დაკავშირებით მხოლოდ ძირითადი მონახაზია შემუშავებული, – ამის შესაებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განუცხადა.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ფართო მსჯელობა და კონსულტაციები ამ საკითხზე არ მიმდინარეობს, თუმცა დროთა განმავლობაში შესაძლოა, ეს საკითხი გააქტიურდეს.

„ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ შევისწავლეთ სხვადასხვა ქალაქებში არსებული გამოცდილებები. ჯერ კონცეპტუალურ დონეზე გვაქვს შემუშავებული დოკუმენტი, თუმცა ამაზე კონსულტაციები გაგრძელდება“,-აღნიშნა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიახლადარჩეული პარლამენტი საქმიანობას მიმდინარე კვირას დაიწყებს
შემდეგი სტატიაკორცხელის დედათა მონასტერს პირვანდელი სახე დაუბრუნდება