დავით ნარმანია საკრებულოშია – დედაქალაქის ბიუჯეტს დღეს დაამტკიცებენ

2016 წლის თბილისის ბიუჯეტის განხილვაში ოპოზიციის არმონაწილეობას საკრებულოში მმართველი გუნდის წარმომადგენელი, ჯაბა სამუშია, “არასერიოზულს” უწოდებს და ამბობს, რომ მმართველი გუნდი ნაციონალური მოძრაობის პრეტენზიებს ვერ მიიღებს.

ჯაბა სამუშიას თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტის განხილვა რამდენიმე კვირა მიმდინარეობდა და ის, როგორც ოპოზიცია აცხადებს, ნაჩქარევად არ განიხილება.

ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ჯაბა სამუშიამ, ჟურნალისტებთან დღეს ისაუბრა.

„მე ვერ მივიღებ პრეტენზიებს, რატომ არ შეიკრიბა ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია და რატომ არ განიხილეს ეს ბიუჯეტი. ეს არასერიოზულია. ეს ყველაფერი არის იმ ორკვირიანი მუშაობის შედეგი, დღეს ჩვენ უბრალოდ ამ ყველაფერს ვაფორმებთ, რადგან ყველაფერს სჭირდება კანონის ჩარჩოში მოქცევა,“ – აცხადებს ჯაბა სამუშია.

დედაქალაქის ბიუჯეტს საკრებულო კენჭს დღეს უყრის. თუმცა, მანამდე თბილისის მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ამ წუთებში განიხილავენ.

ბიუჯეტს საკრებულოს დეპუტატებს დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია, წარუდგენს.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო: ვიქნები თუ არა მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში, ამაზე ვერაფერს გეტყვით
შემდეგი სტატიასაქართველოში არდადეგების გასატარებლად ემირატებიდან ჩამოსული ოჯახი აეროპორტიდან გააბრუნეს