დავით ნარმანია საკრებულოში თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დღეს, თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს დაამტკიცებენ.

დოკუმენტს დედაქალაქის მერი დავით ნარმანია წარადგენს. საკრებულოს ოპოზიცია მის მხარდაჭერას არ აპირებს.

მათი თქმით, ჩასწორებულ ვარიანტში მთავარი შენიშვნები არ არის გათვალისწინებული, მათ შორის, სოციალური მიმართულებით და დასაქმების კუთხით.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა სავარაუდოდ, დავით ნარმანიას ამ ბიუჯეტს დაუმტკიცებს, რაც ნიშნავს იმას, რომ თბილისში კიდევ უფრო მეტი პრობლემა იქნება მოუგვარებელი, კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგება, კიდევ უფრო მეტი პრობლემა იქნება საცობების, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის მიმართულები“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ.

საკრებულოს უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ბიუჯეტი ქალაქზე და მოსახლეობაზეა ორიენტირებული და ყველა მნიშვნელოვანი შენიშვნაა გათვალისწინებული.

„ოპოზიცია, რა თქმა უნდა, იმას არ იტყვის, რომ ბიუჯეტი კარგია. მაგის მოლოდინი ჩვენ არც გვაქვს. ეს უკვე პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია“, – აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე.

banner
წინა სტატიაშიცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება
შემდეგი სტატიაშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო