დავით ნარმანია საკრებულოში შესაძლოა, ხუთშაბათს მივიდეს

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია საკრებულოში შესაძლოა, 25 აგვისტოს მივიდეს.

როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საკრებულოში აუცილებლად მივა და ყველა კითხვას პასუხს გასცემს.

„მივალ საკრებულოში და ყველა კითხვას გავცემ პასუხს რაც იქნება დასმული. ვისაუბრებ ჩვენი გამწვანების და საერთოდ გარემოს დაცვით მიმართულებით პოლიტიკაზე, იმ პროგრამებზე, რომელსაც ჩვენ ამ მიმართულებით ვახორციელებთ, რათა ინფორმაცია მთლიანად მივაწოდოთ საზოგადოებას რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიმიზანმიმართული მანიპულირება და კონკრეტული ხალხის ოცნებები გამოხატული ციფრებში – ალექსანდრე ჯეჯელავა GFK-ს კვლევას აფასებს
შემდეგი სტატიავასილ მაღლაფერიძემ ტელეკომპანია GDS დატოვა