დავით ნარმანია: საკრებულოში მივალ აუცილებლად ოღონდ დეკემბერში

თბილისის მერი, დავით ნარმანია საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მისასვლელად გამონაკლისს არ დაუშვებს, – ამის შესახებ დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

თბილისის მერმა კომენტარი გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის განცხადებებზე, რომლებიც დავით ნარმანიას რიგგარეშე სხდომაზე მისვლას ითხოვენ. დავით ნარმანიას თქმით, საკრებულოში აუცილებლად მივა, ოღონდ დეკემბრის თვეში, როდესაც თბილისის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.

„მივალ აუცილებლად ოღონდ დეკემბერში, როგორც ეს ჩვენ პრაქტიკად ვაქციეთ. თბილისის მერი საკრებულოში წარდგება წელიწადში ერთხელ, კანონით დადგენილი წესით, დეკემბერში წარვადგენთ ბიუჯეტსაც და პასუხს გავცემთ ყველა იმ კითხვას, რაც დაისმება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დავით ნარმანიამ დააკონკრეტა, რომ გამონაკლისი ამ შემთხვევაში არ იქნება. დედაქალაქის მერის მისვლას რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით ითხოვენ.

banner
წინა სტატიაში“დიდიხანია ამ პარტიაში არის განხეთქილება”- კობახიძე ენმ-დან ვაშაძის წასვლას ეხმაურება
შემდეგი სტატია“როგორც ეკონომისტი, რაიმე პრობლემას ვერ ვხედავ”- ნარმანია 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთის აუქციონზე გაყიდვაზე