დავით ნარმანია: საარჩევნო სია არავისთვის ცნობილი არ არის

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, საარჩევნო სიაზე გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს. დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, იქნება თუ არა იგი საპარლამენტო არჩევნების სიაში.

„სია მე არ მინახავს და თქვენ თუ გინახავთ და გაქვთ რაიმე ინფორმაცია და მომაწვდით, დამავალებთ. სია არავისთვის ცნობილი არ არის, კონსულტაციები და მუშაობა მიმდინარეობს გუნდში ამასთან დაკავშირებით, მაგრამ შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაში„მაესტროს“ ახალი დირექტორი ჰყავს
შემდეგი სტატიადავით ნარმანიას მივლინებებში დახარჯული 50 000 ლარი ”დიდ თანხად” არ მიაჩნია