დავით ნარმანია: როცა სტიქია მოხდა, ეს ვაგონი იქ არ იდგა

დავით ნარმანის მოუწევს, გეგი ნიჟარაძე თანამდებობიდან გაათავისუფლოს

წყნეთის ხევის ქუჩიდან 13 ივნისის წყალდიდობით დაზარალებული ოჯახის საცხოვრებელი ვაგონიდან გამოსახლების ფაქტს, თბილისის მერი გამოეხმაურა. დავით ნარმანია ამბობს, რომ გუბელაძეების საკუთრებაში აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული არც ერთი მიწის ნაკვეთი არ იყო.

შესაბამისად, დედაქალაქის მერის განმარტებით, კომპენსაციის საკითხი არ განიხილება. თუმცა, ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერია იმსჯელებს საკითხზე და მათთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზებაზე.

„ზედამხედველობის სამსახურმა დადგენილი წესით მას გაუგზავნა გაფრთხილება. მას არ ეკუთვნის ეს ტერიტორია, ამ ტერიტორიაზე დატბორვის ზონაა და შესაბამისად, ცხოვრება არის შეუძლებელი. გარდა ამისა, როცა სტიქია მოხდა, ეს ვაგონი იქ არ იდგა, მან თვითნებურად მოიტანა და ჩადგა ის ვაგონი, როგორც ჩვენთვის ცნობილია. ამიტომ, ის დადგენილ წესებს არ ექვემდებარება და აუცილებელია მისი დემონტაჟი,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიწყალდიდობით დაზარალებული ოჯახი თბილისის მერიამ საცხოვრებელი ვაგონიდან გამოასახლა
შემდეგი სტატიაNDI-ის დამკვირვებელთა მისია : დაშინებისა და ძალადობის ფაქტები აღმოფხვრილი უნდა იყოს