დავით ნარმანია: რამდენიმე ხის მოჭრაში პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით იგი რამდენიმე ხის მოჭრაში პრობლემას ვერ ხედავს. დავით ნარმანია მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში იმყოფებოდა, სადაც 2014-2016 წლების საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა:

„ცალკეულ იშვიათ შემთხვევებში, რამდენიმე ხის მოჭრასთან დაკაშირებით მე პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ, მაშინ, როდესაც ინტენსიურად მიმდინარეობს ქალაქის განვითარება და მეორეს მხრივ გამწვანების ღონისძიებები. ასე რომ ამის კომპენსირება და კიდევ უფრო მეტის გაკეთება ხდება გამწვანების თვალსაზრისით. ჩვენი ოპონენტების გულის გასახარად გეტყვით, რომ მათი მმართველობის დროს არც ერთი საინჟინრო ნაგებობა არ შეკეთებულა კაპიტალურად, ისინი მხოლოდ ზედა საფარს გადააგებდნენ და შემდეგში ისევ გასაკეთებლი იყო ეს ყველაფერი . ჩვენ ნებისმიერი სახიდე გადასასვლელი რომელიც შევაკეთეთ, გავაკეთეთ კაპიტალურად,“-განაცხადა თბილისის მერმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი ორგანიზაციები ცდილობენ ხელი შეგვიშალონ ჩვენს საქმიანობაში
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: 2015–2016 წლებში საქართველოში 9 ახალი ავიაკომპანია შემოვიდა