დავით ნარმანია: პრემიები იმაზე მცირე იქნება, ვიდრე ჩვენი წინამორბედების დროს იყო

დედაქალაქის მერი მომავალ წელს პრემიებზე უარს არ იტყვის. ბიუჯეტის ჩასწორებული პროექტი საკრებულოს ჯერ არ დაბრუნებია, თუმცა ამ ნაწილზე განცხადება დავით ნარმანიამ გააკეთა. მერის განმარტებით, პრემიები დედაქალაქის მერიაში 2016 წლისთვისაც აქტუალური იქნება.

დავით ნარმანიას განმარტებით, პრემიები თბილისის მთავრობაში გაიცემა თუმცა, მისი თქმით, ეს არ იქნება ისეთი დიდი რაოდენობით, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა.

„გამგეობებში კვლევა ჩატარდა და გამგეობების სტრუქტური მოდერნიზაცია მოხდა, ეს იწვევს გარკვეულ ცვლილებებს შრომის ანაზღაურების ნაწილში, თუმცა აქ კონკრეტულად ხელფასების მომატებაზე საუბარი არ არის. არ იზრდება კონკრეტული ადამიანების შრომის ანაზღაურება. გამგეობების სტრუქტურის ცვლილება მოხდა, აქედან გამომდინარე, გამგეობების ფუნქციები იზრდება და ემატება სტრუქტურული ერთეულები,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერმა პრემიებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.

„იმაზე მცირე იქნება, ვიდრე ეს ჩვენი წინამორბედების დროს იყო,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ჩუღურეთის რაიონის გამგებლის ზურაბ ჩიკვილაძემ გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება, რომელმაც განაცხადა, რომ ხელფასიც გაიზრდება, პრემიაც გაიზრდება, თუმცა ეს მოხდება კანონის ფარგლებში.

„კანონის შესაბამისად, ის მოხელე, რომელიც დაიმსახურებს რომ იყოს პრემირებული ამა თუ იმ თვის განმავლობაში, ის აუცილებლად იქნება წახალისებული,“ – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: მჯერა, ირაკლი შოთაძე ყველა მთავარ პროკურორზე უკეთესი იქნება“
შემდეგი სტატიარუსეთმა უკრაინას გაზის მიწოდება შეუწყვიტა