დავით ნარმანია: ორი წლის განმავლობაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2,874 402 მ² ფართზე ჩატარდა

news
ავტ.: news სექტემბერი 16, 2016 14:21

დავით ნარმანია: ორი წლის განმავლობაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2,874 402 მ² ფართზე ჩატარდა

„2014 წლიდან 2016 წლის საანგარიშო პერიოდში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა – 2,874 402 მ² ფართზე, ჯამური ღირებულებით 85 119 000 ლარი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. დავით ნარმანიას თქმით, კაპიტალურად შეკეთდა 2,010 518 მ² გზის საფარი. დედაქალაქის მასშტაბით სულ 200-მდე ქუჩა.

რაც შეეხება საინჟინრო ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას, ასევე, აღდგენა-რეკონსტრუქციას, თბილისის მერის განცხადებით, ორი წლის განმავლობაში სამუშაოები ჩატარდა 58 ობიექტზე, ჯამური ღირებულებით 33 382 000 ლარი. მათ შორისაა, პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობა, ასევე განხორციელდა აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი გზაგამტარის რეკონსტრუქცია, თბილისის ზღვის შემოვლითი გზა და თემქის დასახლებიდან თბილისის ზღვაზე ასასვლელი შემოვლითი გზის 12 კმ-იანი მონაკვეთი.

„სამების ეკლესიისა და მახათას ეკლესიის დამაკავშირებელი სრულიად ახალი გზა, რომელიც ჩემი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ორკილომეტრიანი გზა თბილისის ისტორიულ უბანს, ავლაბარს მახათას დასახლებასთან აკავშირებს, რაც მოძრაობის განტვირთვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზის 6,4 კმ-იან მონაკვეთს, რომელიც წლების განმავლობაში იყო დაზიანებული, სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. კრწანისის მიმართულებით შენდება მთაწმინდის მიმდებარე დასახლებების თბილისთან დამაკავშირებელი ახალი გზა. მიმდებარე სოფლების დედაქალაქთან შემოერთების შემდეგ საგრძნობლად დაიტვირთა სოლოლაკის ვიწრო ქუჩები. შესაბამისად, მოძრაობის განსატვირთად, საჭირო გახდა ახალი მიმართულების გაჩენა. კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზა არსებულ პრობლემებს დღის წესრიგიდან მოხსნის. ასევე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბაგები-წყნეთის 12 კმ.-იან გზას. განხორციელდა ბარათაშვილის, გულიას და დიღმულას ხიდების რეკონსტრუქცია, რაც ფაქტობრივ აუცილებლობას წარმოადგენდა. ამასთან, ზაჰესის ხიდი, ანუ ჭედიასა და შუშის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა; მეტეხის საგვირაბე კომპლექსის გაყოლებაზე ავარიული ხიდების რეაბილიტაცია“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, თბილისის ავარიული საცხოვრებელი სახლების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები ჩატარდა 316 ობიექტზე, რომლის ღირებულებამ 35 მლნ ლარზე მეტი შეადგინა, საპროექტო დოკუმენტაცია კი მომზადდა 149 პროექტისათვის, ჯამური ღირებულებით 4,5 ლარზე მეტი.

დავით ნარმანიამ ისაუბრა ასევე 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე. თბილისის მერის თქმით, განხორციელდა დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ნაგებობების დემონტაჟი. აღდგა გზები, აშენდა საყრდენი კედლები, მოეწყო ახალი ხიდი მზიურის მიმდებარედ, განხორციელდა გვირაბების და სათავისების რეაბილიტაცია, სკვერებისა და მოედნების აღდგენა. თბილისის მერის თქმით, 13 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ჯამში 90 000 000 ლარი დაიხარჯა.

news
ავტ.: news სექტემბერი 16, 2016 14:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,293
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics