დავით ნარმანია ნაზღაიძის საქმეზე – „გამოძიების დაჩქარების მოთხოვნა მერიის მხრიდან არარეალურია“

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის ქონების სამქესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. თბილისის მერის თქმით, აუცილებელია, რომ ყველა დაელოდოს გამოძიების დასრულებას:

„მნიშნველოვანია ის, რომ არსებობს სხვა ალტერნატიული მოსაზრებებიც არასამთვრობო ორგანიზაციების მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ, ასე ცალსახად თქმა იმისა, რომ დაირღვა კანონმდებლობა, ჩემი აზრით, რეალურ საფუძველს მოკლებულია. როგორც იცით, ერთის მხრივ, ჩვენ ძალიან სიღრმისეულად ვიცნობთ საკითხს და ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ყველაფერი წესების და პროცედურების დაცვით გავაკეთეთ. მეორეს მხრივ, თუკი ვინმეს ეჭვი ეპარება, მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი და გამოძიებაც თავისას იტყვის. გამოძიებას აქვს თავისი ვადები, წესები, პროცედურები, რაც საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. ასე, რომ მისი დაჩქარების მოთხოვნა ქალაქის მერიის მხრიდან არარეალურია,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიფრაქცია ”ევროპული საქართველო” ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს იზიარებს
შემდეგი სტატიავანო ზარდიაშვილი : ჩემს კოლეგებს მინდა ვთხოვო, პრეზიდენტის ვეტოს დიდი გულისყურით ნუ მოეკიდებით, რადგან მისი ვეტო ყოველთვის არის ვეტო ვეტოსთვის