დავით ნარმანია: “ნაციონალური მოძრაობის” სიაში რომ არ ვიქნები, ალბათ, კარგად მოგეხსენებათ

“ნაციონალური მოძრაობის” სიაში რომ არ ვიქნები, ალბათ, კარგად მოგეხსენებათ. სხვა დანარჩენი ვნახოთ, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტების შეკითხვას, იქნება თუ არა “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში.
დავით ნარმანიამ საუბრისას ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია გაზაფხულზე გამგებლებისა და დედაქალაქის მერის შესაძლო გადადგომის შესახებ.
“თბილისის მერიაში მცირე ცვლილებები მიმდინარეობს, რაც ბუნებრივი პროცესია. არსებითი ცვლილებები არ იგეგმება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიაკაკი მინაშვილი: ბესელიას არ უნდა სიმართლის დადგენა
შემდეგი სტატიაიუსტიციის საბჭოში მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა