დავით ნარმანია: “ნაციონალურ მოძრაობას” სიცრუეში ადანაშაულებს

ყოფილ პრემიერ-მინისტეს, ბიძინა ივანიშვილის დედაქალაქის მერის პატიოსნების აღარ სჯერა

თბილისის მერ, დავით ნარმანიას განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაცია, თითქოს, ივანიშვილი საკუთარ რეზიდენციაში ჰესს აშენებს, რომელიც ბუნებრივ კატასტროფებს გამოიწვევს, სიცრუეზეა დაფუძნებული.

ნარმანიას თქმით, არც ბოტანიკურ ბაღში და არც მის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებისთვის მიუღებელ ქმედებებს ადგილი არ ექნება.

“პოლიტიკურად გაკოტრებული და სიცრუის ტირაჟირებაზე ორიენტირებული ადამიანების მხრიდან, რაიმე ტიპის განცხადება, არ მგონია, რომ საზოგადოებისთვის იყოს საინტერესო. არც ჩემთვისაა საინტერესო. ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით, ყველა კითხვას გავეცი პასუხი. ბოტანიკურ ბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე სახის შემზღუდავ ან საზოგადოებისთვის მიუღებელ ქმედებებს ადგილი არ ექნება.

კითხვაზე, იყო თუ არა მერიაში მსგავს ნებართვასთან დაკავშირებით, რაიმე შეხვედრა, მერის თქმით, ასეთი რამ არ მომხდარა.

banner
წინა სტატიაშიგარემოსდაცვითი მინისტერიალის გახნას ნოდარ ხადური დაესწრო
შემდეგი სტატიასაგარეო უწყება გაეროს მორიგ რეზოლუციაზე განცხადებას ავრცელებს