დავით ნარმანია: მომდევნო წლის ბიუჯეტი 800 მილიონ ლარზე ნაკლები არ იქნება

დედაქალაქის ბიუჯეტი 2017 წლისთვის 800 მილიონზე ნაკლები არ იქნება – ეს განცხადება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გააკეთა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მომავალ წელსაც პრიორიტეტული საკითხები დედაქალაქის გამწვანება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და საბავშვო ბაღები იქნება.

,,გვაქვს რამდენიმე საინტერესო პროექტი, რომელზეც მუშაობს მერია და 2017 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. რაც შეეხება პრიორიტეტს, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი წელსაც იქნება საბავშვო ბაღებსა და პატარებზე ზრუნვა, ასევე ქალაქის გამწვანება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. ასევე მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია. ბიუჯეტის პარამეტრების დაზუსტება ამ დროისთვისაც მიმდინარეობს, თუმცა მომდევნო წლის ბიუჯეტი 800 მილიონ ლარზე ნაკლები არ იქნება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
შემდეგი სტატიასააკაშვილის გადადგომის შესახებ სრული ტექსტი: “დავიღალე და ეს ყველაფერი მომბეზრდა”