დავით ნარმანია: მხარი დავუჭირე იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც შეუძლია, ქვეყანა უფრო სწრაფად და სწორი გზით განავითაროს

news
ავტ.: news ოქტომბერი 8, 2016 12:33

დავით ნარმანია: მხარი დავუჭირე იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც შეუძლია, ქვეყანა უფრო სწრაფად და სწორი გზით განავითაროს

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. საბურთალოს #1 საარჩევნო უბანზე, დედაქალაქის მერი მეუღლესთან ერთად მივიდა.

როგორც დავით ნარმანიამ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, მან მხარი ქვეყნის სწრაფ განვითარებას დაუჭირა.

„მე მხარი დავუჭირე იმ პოლიტიკურ გუნდს და მათ წარმომადგენელს, მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელთაც შეუძლიათ ჩვენი ქვეყანა უფრო სწრაფად და სწორი გზით განავითარონ, ქვეყანა იყოს უფრო დემოკრატიული და კიდევ უფრო თავისუფალი. ამ ყველაფრის წინაპირობები შექმნილია და საჭიროა მათი არათუ შენარჩუნება, არამედ კიდევ უფრო განვითარება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

news
ავტ.: news ოქტომბერი 8, 2016 12:33