დავით ნარმანია: მერიაში საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არ არის

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მერიაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

მერმა ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე თანამდებობის დატოვებას აპირებს.

“საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არ არის. რაიმე სახის არც შიდა განხილვა და არც კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით არ გვქონია. რაც შეეხება ფუნქციების გადანაწილებას, გიორგი ლილუაშვილი ჩაუდგება სათავეში იმ მიმართულებას, რასაც ხელმძღვანელობდა გიორგი სოლომონია. ეს არის რაიონული გამგეობები, გამწვანების მიმართულება, “თბილსერვისი”, “სინათლის ქალაქი”, ხოლო მომდევნო პერიოდში შესაძლოა, როგორც ეს პერიოდულად ხდება ხოლმე, ფუნქციების გადანაწილება სხვანაირად მოხდეს მოადგილეებს შორის, ამას სამუშაო ფორმატი გვიჩვენებს”, – აღნიშნა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე გიორგი ლილუაშვილი 14 იანვარს წარადგინა. მერის მოადგილის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გიორგი სოლომონიამ დატოვა თანამდებობა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადავიდა.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო: ახალი ფარმაცევტული კომპანია ბაზარზე იანვრის მეორე ნახევრიდან შემოვა
შემდეგი სტატიანასვამ მდგომარეობაში მყოფ მოთხილამურეს, შესაძლოა სრიალის უფლება აეკრძალოს