დავით ნარმანია – კონსულტაციების შედეგად გადაწყდება სად გადავინაცვლებ

დასრულდება კონსულტაციები და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმასთან დაკავშირებით, თუ სად გადავინაცვლებ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.

დედაქალაქის მერი არ აკონკრეტებს ამ დროისთვის მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ სად აპირებს სამსახურის გაგრძელებას თბილისის მერობის დასრულების შემდეგ, თუმცა ამბობს, რომ ამ საკითხზე დეტალები კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი.

“ოქტომბრის ბოლომდე, ვიდრე არჩევნები დასრულდება და ახალი მერი შეუდგება უფლებამოსილებას, ბუნებრივია, ვასრულებ მერის ფუნქციას. ამასობაში დასრულდება კონსულტაციები და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუ სად გადავინაცვლებ, შესაბამისად, ვამცნობ საზოგადოებას”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კითხვაზე, ხომ არ ყოფილა შეთავაზება აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციასთან დაკავშირებით, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ “ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული არ არის”.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაკომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ობიექტივი“ წერილობით გააფრთხილა