დავით ნარმანია: კაბინეტში არითმეტიკის კეთებას, ჯობს ადგლზე დაითვალონ

თბილისის მერი დავით ნარმანია ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს და მოუწოდებს, დარგული ხეები ადგილზე დათვალონ.

თბილისის მერის თქმით, ქალაქში არსებობს ტერიტორიები, სადაც ეს ხეები დაირგო.

“არითმეტიკას სჯობს, გავიდნენ და მივიდნენ ადგილზე, სათითაოდ დაითვალონ დარგული ხეები. 480 ათასი ხეა დარგული. არის შესაბამისი ტერიტორიები, სადაც ეს ხეებია დარგული. ასე რომ, კაბინეტში არითმეტიკის კეთებას, ჯობს ადგლზე დაითვალონ”, – განაცხადა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, თბილისის მერი ოპოზიციამ იმ განცხადების გამო გააკრიტიკა, სადაც ნარმანია ამბოbs, რომ წინასაარჩევნოდ დაპირებული მილიონი ხიდან, ნახევარი მილიონი უკვე დარგულია.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრი აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ჩაკ როზენბერგს შეხვდა
შემდეგი სტატიამათავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი გოგაძე თავდაცვის პოზიციაშია და ცრუობს