დავით ნარმანია: იქ, სადაც მაღლივი მშენებლობები არის დაუშვებელი, იქნება გარკვეული შეზღუდვები

მშენებლობებთან დაკავშირებულ საკითხებს ქალაქის მერი გამოეხმაურა. დავით ნარმანიას განცხადებით, მაისიდან შემუშავდება კონკრეტული რეგულაციები, რომლის მიხედვითაც მოხდება მშენებლობებზე ნებართვების გაცემა.

“გვექნება გენერალური გეგმის დამტკიცებამდე დროებითი რეგულაციები, რომელიც დღეს არსებულ ცალკეულ დაურეგულირებელ საკითხებს დაარეგულირებს ისე, რომ იქ, სადაც მაღლივი მშენებლობები არის დაუშვებელი, იქნება გარკვეული შეზღუდვები,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაში(+ფოტო) თეთრი სახლი – აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა
შემდეგი სტატია“საქართველო ვაშინგტონის პოლიტიკური დღის წესრიგში” – პრეზიდენტმა აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა