დავით ნარმანია : გაზის ტარიფის ზრდას ამ ეტაპზე არ ველოდებით

გაზის ტარიფის რაიმე სახის ზრდას ამ ეტაპზე არ ველოდებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ბუნებრივი აირის ტარიფებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, უკვე განიხილეს კომპანიების მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო წინადადებები.

„გარდა ამისა, სხვა ეკონომიკური პარამეტრებიც გვაქვს დაანგარიშებული. ამჟამად მიმდინარეობს მისაწოდებელი გაზის ფასის დადგენა. უახლოეს დღეებში დავადგენთ გაზის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფს“ – აცხადებს ნარმანია.

banner
წინა სტატიაშიზურა ჯაფარიძე : შმაქსისტებზე“ ნადირობა დაიწყეს, საბჭოთა „გაიშნიკებივით“ იქცევიან
შემდეგი სტატიაექსკლუზივი : სენაკის სამედრო ბაზის ტერიტორიაზე ხანძარია