დავით ნარმანია : გაზის ტარიფის განსაკუთრებული ზრდა მოსალოდნელი არ არის

გაზის ტარიფის განსაკუთრებული ზრდა, ჩემი აზრით, მოსალოდნელი არ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სემეკ-ის წევრმა და კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, დავით ნარმანიამ განუცხადა.

„ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობით, ზრდასთან დაკავშირებით რაიმე სახის განსაკუთრებული მოლოდინი არ არსებობს. ეს არის ბუნებრივი პროცესი, როდესაც სემეკ-ის შესაბამისი სამსახურები აკეთებენ წარმოდგენილი განაცხადების შეფასებას, კალკულაციას. ამის შემდეგ, მოგვიანებით იქნება ცნობილი ეს საკითხი”, – აღნიშნა ნარმანიამ.

გაზგამანაწილებელი კომპანიების განაცხადებს, სემეკ-ი წლის ბოლომდე განიხილავს.

რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, ნარმანიას ინფორმაციით, ისინი დადგენილია 2020 წლის ბოლომდე. შესაბამისად, ამ ეტაპზე მათი ცვლილების საჭიროება არ არსებობს.

banner
წინა სტატიაშიგვყავს ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფოს მართავს იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც პუტინი, წარმოუდგენელია რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა რუსული მეთოდებით
შემდეგი სტატია“ჩემთვის ეს არის მიუღებელი” – დიმიტრი გაბუნია სალომე ზურაბიშვილს უპირისპირდება