დავით ნარმანია: განსაკუთრებით რთული მდგომაროება არსად გავქვს

თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ თბილისში მოსულ ნალექს დიდი ზიანი არ გამოუწვევია.

მისი თქმით, წვიმამ გადაიღო და შესაბამისად, მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.

“განსაკუთრებით რთული მდგომაროება არსად გვაქვს. თუმცა ცალკეულ საზგაო მონაკვეთებზე, წყლის რაოდენობა მომატებულია, თუმცა მას სანიაღვრე სისტემები ატარებს. ყველაზე მთავარი ზეწოლა ამ ეტაპისთვის, უნივერსიტეტის ქუჩა, დელისის ტერიტორია, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ასევე გუდამაყრის ქუჩაა, სადაც ჩამორეცხვა მოხდა. დიღმის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა, თუმცა ზიანი არ არის. ეტაპობრივად ხდება ნაწვიმარი წყლის გაწოვა. წყლის დონე შედარებით დაბალია, რაც ხელს უწყობს გადინებას. ყველა სამსახური მობილიზებულია და ადგილზე გადიან. სამაშველო სამსახური ოპერატიულ რეჟიმში მუშაობს”, – განაცხადა თბილისის მერმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში.

მისი თქმით, საგანგებო სამსახურისგან ჯერ კიდევ გუშინ იყო მიღებული ცნობა მოსალოდნელი ნალექის შესახებ, რასაც თბილისის მერია და შესაბამისი სამსახურები მომზადებულები შეხვდნენ.

banner
წინა სტატიაში“რესპუბლიკელები” არ არიან ჩვენი კონკურენტები და პოლემიკის გაღრმავება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია”
შემდეგი სტატიასანდრა რულოვსი სდსს-ს ბიუჯეტიდან მიხეილ სააკაშვილის ოჯახისთვის გაწეულ ხარჯებზე კომენტარს არ აკეთებს