დავით ნარმანია : გამოძიების დასრულებამდე კონკრეტული საკადრო გადაწყვეტილებების მიღება მიზანშეწონილი არ არის

narmania

თბილისის საკრებულოში მიმდინარე შეხვედრის ფარგლებში თბილისის მერმა ყაზბეგის გამზირზე მოჭრილ ხეებთზე ისაუბრა. დავით ნარმანიას განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს და სანამ ის არ დასრულდება, კონკრეტული საკადრო გადაწყვეტილებების მიღება მიზანშეწონილი არ არის.

“გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიების პროცესის დასრულებამდე, მიზანშეუწონლად მიმაჩნია კონკრეტული საკადრო გადაწყვეტილებების მიღება და მეორე, ჩემთვის პრინციპულად და კატეგორიულად მიუღებელია უდანაშაულობის პრეზუმციიდან გამომდინარე, როცა ჯერ კიდევ არ არის გამოძიება ბოლომდე მისული და გადაწყეტილება მიღებული, პირდაპირ თითი გავიშვირო ცალკეული თაბამდებობის პირებისკენ და დავადანაშაულოთ ისინი,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაში,,ჰიმნის თითოეული ნოტი, რომელიც თქვენ გააჟღერეთ, იყო ათიათასობით ჩვენი მოქალაქის აღტაცებული გულისცემა”
შემდეგი სტატიახმაურის გამო საკრებულოს სხდომა კიდევ ერთხელ შეწყდა