დავით ნარმანია: დემოკრატიული მმართველობის პირობებში ჩხუბი და ძალადობა მიუღებელია

კორცხელში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დაშავდა, თბილისის მერი, დავით ნარმანია ეხმაურება. ნარმანიას განცხადებით, დემოკრატიული მმართველობის პირობებში ჩხუბი და ძალადობა მიუღებელია:

”ჩვენი პოზიცია არის უცვლელი ამასთან დაკავშირებით, რომ დემოკრატიული მმართველობის პირობებში ჩხუბი და ძალადობა მიუღებელია. მნიშვნელოვანია ის, რომ ყველამ ვისწავლოთ არჩევნების დემოკრატიული ფორმით ჩატარება, ძალადობის გარეშე და დემოკრატიული გამოვლინების ფორმებით. უნდა შევძლოთ მშვიდად უბანზე მისვლა, მშვიდად ხმის მიცემა და ა.შ. საკითხი გამოძიებული იქნება, შესაბამისი ორგანოები მუშაობენ და იქნება ადეკვატური რეაგირება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიენმ-ის “ზონდერებად” მოხსენიებული სპორტსმენები ოცნებას სიცრუეში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიასანდრო ბრეგაძე:სამეგრელოში მხედრიონელებს რომ დანიშნავ გამგებლებად ხარ მოღალატე